Thursday, March 18, 2010

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: "შევიხედოთ მესამე განზომილებაში".

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეთა მიერ დამზადდეს სივრცული ფიგურების მინის მოდელები და მათში აიგოს სხვადსხვა სახის კვეთები და ასევე დამზადდეს ამ ფიგურების მუყაოს შლილები.

3. პროექტის სრული აღწერა: ა) მუყაოს ქაღალდისაგან მოსწავლეები გამოჭრიან ფიგურათა წახნაგებს, შეაერთებენ მათ სპეციალური სკოტჩის საშუალებით ფუძესთან და ერთ ან რამოდენიმე ადგილზე გაუკეთებენ თასმას რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს ფიგურის წარმოდგენა როგორც შლილის ასევე სტანდარტული სახით, ბ)გამჭვირვალე მინისაგან მოსწავლეები ჭრიან ასევე ფიგურათა წახნაგებს, ფერადი მინისაგან კვეთებს და შეართებენ ერთმანეთთან მინის სკოტჩით (უსაფრთხოების დაცვის მიზნით მინის დაჭრისას შეიძლება დავიხმაროთ სპეციალისტი) და უკვე ხელთ ექნებათ გამზადებული მოდელები.

4. მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობენ მე–11 კლასის მოსწავლეები ( 16–17 წლის).


5. ვადები/ხანგრძლივობა: ოთხი–ხუთი დღე


6. პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში: მოსწავლეები ატარებენ გამოთვლებს, გაზომვებს. იყენებენ ფიგურათა თვისებებს.


7. პროექტის ფასილიტატროი: ირმა ჭეფხოძე;

8. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: irmachefxodze@gmail.com

No comments:

Post a Comment